როგორ ერთობა ბოკერიას ცოლი უყურეთ ამ ლინკზე –> https://www.youtube.com/watch?v=L8xdCUUbNWE
——————————————————————————————————
2- პროდუქტები, რომლებიც გამოცდების პერიოდში უნდა მიირთვათ

ევროპელმა მედიკოსებმა იმ პროდუქტების სია გამოაქვეყნეს, რომლებსაც მოსწავლეები და სტუდენტები გამოცდების პერიოდში ხშირად უნდა მიირთმევდნენ იმისთვის, რომ ტვინმა აქტიურად იმუშაოს.
ეს პროდუქტებია: თევზი, კვერცხი, ქათმის და საქონლის ღვიძლი, ხორბლის პური, ხილი და წყალი. რაც შეეხება ტკბილეულს, ტვინს მუშაობისთვის მართლაც ბევრი გლუკოზა სჭირდება. სუფთა შაქარი მყისვე სისხლში გადადის და შესაძლოა ერთ წუთში ამოხსნათ ამოცანა, გაიხსენოთ დავიწყებული ფორმულა და ა. შ.
თუმცა გლუკოზის მომატებაზე ორგანიზმი ინსულინის გამომუშავებით რეაგირებს და შრომისუნარიანობა მკვეთრად ქვეითდება. იმედს ნურც ყავაზე, გამაგრილებელ და ენერგეტიკულ სასმელებზე დაამყარებთ, ისინი ტვინს და ნერვებს კი არ კვებავენ, პირიქით, ფიტავენ.
————————————————————————————————————-
3- ცისფერ შუქზე ბავშვები უფრო გონიერები ხდებიან

გერმანიის რამდენიმე სკოლაში მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. საკლასო ოთახები ცისფერი შუქით გაანათეს, ბავშვებს წიგნის წაკითხვა, შემდეგ კი წაკითხულის მოყოლა სთხოვეს.
აღმოჩნდა, რომ ცისფერმა შუქმა პატარების ტვინის მუშაობის პროცესზე იმდენად დადებითი გავლენა იქონია და იგი ისე გააქტიურა, რომ კითხვის სისწრაფე 30%–ით გაიზარდა, წაკითხულის დამახსოვრების შესაძლებლობა კი 50%–ით გაუმჯობესდა.
————————————————————————————————————
4-
ოქროსფერთმიანმა ბიჭუნამ მთელი ბრიტანეთის ყურადღება მიიქცია

ერთ–ერთმა ბრიტანულმა ინტერნეტ პორტალმა 5 წლის რიან კარტერის ფოტოების გამოაქვეყნებით მთელი ქვეყანა აალაპარაკა. საქმე ისაა, რომ ბიჭუნას ოქროსფერი თმა წელამდე სწვდება, რადგან არასდროს შეუჭრია იგი. ქუჩაში სეირნობისას გრძელი თმის გამო რიანი ყოველთვის გოგო ჰგონიათ.
ბავშვის დედის ლიან სმიტის თქმით, თავიდან ბიჭუნას გამვლელების ემოციებზე რეაქცია არ ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სკოლაში დაიწყო სიარული და დაცინვის ობიექტი გახდა, საპარიკმახეროში წაყვანა მოითხოვა. დედას შვილის ულამაზესი თმა შესაჭრელად არ ემეტება, მაგრამ გულს იმით იმშვიდებს, რომ ოქროსფერ კულულებს სიმსივნით დაავადებულ ბავშთა ცენტრს გადასცემენ, სადაც მისგან რომელიმე პატარასთვის პარიკს გააკეთებენ.
————————————————————————————————————
5- ჩინეთში შესაძლოა ახალი ტიპის ადამიანის ნაწილები აღმოაჩინეს

ჩინეთში პალეონტოლოგებმა შესაძლოა აქამდე უცნობი ადამიანის ტიპის ნაწილები აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ წერს. აღმოჩენილი ადამიანი ჩინეთში 11-14 ათასი წლის წინ ცხოვრობდა.
არქეოლოგებმა სულ 5 ინდივიდის ძვლებს მიაგნეს. აქედან სამი მათგანი ჯერ კიდევ 1989 წელს სიუნნანის პროვინციაში, ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვნეს . მოგვიანებით, კიდევ ერთი ჩონჩხი აღმოჩნდა გუანსის ავტონომიურ რაიონში სოფელ ლუნლინთან.
ჟურნალ PLoS One-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, პალეონტოლოგები წერენ, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია დაბეჯითებით იმის თქმა, რომ აღმოჩენილი ნაწილები ნამდვილად ადამიანის უცნობ სახეობას ეკთვნის.
მეცნიერთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დარენ კანრო წერს, რომ კლასიფიკაციის პრობლემა ნაწილობრივ იმაშიც მდგომარეობს, რომ „ადამიანის არსებული სახეობის ანუ Homo sapiens-ის საყოველთაოდ მიღებული ბიოლოგიური განსაზღვრება არ არსებობს“.
აღმოჩენილი ჩონჩხების თავის ქალა და კბილები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, რაც იძლევა საფუძველს იმის ვარაუდისთვის, რომ საქმე ეხება ერთსადაიმავე პოპულაციას.
თუმცა, აღმოჩენილი ძვლები უჩვეულოა- თავის ქალას ერთი ნაწილი შედგება ისეთი ელემენტებისგან, რომელთა ნაწილიც ფორმის მიხედვით ემთხვევა თანამედროვე ადამიანის ძვლებს, ხოლო მეორე ნაწილი თავისი მოყვანილობით წააგავს Homo-ს ჯგუფის გვიანდელი ადამიანების თავის ქალას.
გამოქვაბულში ნაპოვნი ადამიანების თავის ქალა მომრგვალებული და სქელია. ამ ტიპის ადამიანებს ბრტყელი ცხვირი, ხოლო ქვედა ყბა წინ გამოწეული ჰქონდათ. მიუხედავად გამოწეული ყბისა, აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ თანამედროვე ადამიანის მსგავსი ნიკაპი.
ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს რომ აღმოჩენილი ჩონჩხები ჰიბრიდული ადამიანის ნიმუშებია, რომელიც “ჰომოს” ტიპის ადამიანთა განსხვავებული დაჯგუფებების სისხლის აღრევის შემდეგ ჩამოყალიბდა.
————————————————————————————————————-
6- ადამიანის ორგანიზმის იდეალური ბიორიტმი

ამერიკელმა ბიოლოგებმა რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ ე.წ. “საათობრივი განრიგი” შეადგინეს. სპეციალისტების თქმით, ჩვენი ორგანიზმი საათის მექანიზმს ჰგავს, რომელიც განსაზღვრულ რიტმს ემორჩილება და საკმარისია, რომელიმე „ზამბარა“ მწყობრიდან გამოვიდეს, რომ მაშინვე პრობლემები იჩენს თავს. ადამიანის ორგანიზმის იდეალური ბიორიტმი ასე გამოიყურება:
07:00 – ეს არის იდეალური დრო გაღვიძებისთვის, რადგან თირკმელზედა ჯირკვლები ჰორმონების პირველ „ულუფას“ გამოყოფენ. სწორედ ის ახდენს გავლენას პულსის გახშირებასა და სისხლის მიმოქცევის აჩქარებაზე.
07:30 – ვარჯიშის ან მცირე გასეირნების წყალობით დილიდანვე მიიღებთ მთელი დღისთვის საჭირო ენერგიას.
08:00-09:00 – კუჭი აქტივობის მწვერვალზეა. ამ დროს იგი სწრაფად გადაამუშავებს საკვებს და მაქსიმალური რაოდენობის ენერგიით ამარაგებს ორგანიზმს. უმჯობესია, საუზმეზე მიირთვათ შვრიის ფაფა, ხილის იოგურტი, ერთი ნაჭერი ხორბლის პური. ყავის ნაცვლად კი დალიეთ მწვანე ჩაი, ეს შრომის უნარს შეგინარჩუნებთ.
12:00 – ამ დროს გული სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით ზომაზე მეტად. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ყავასა და შოკოლადზე. ბიოლოგები გვირჩევენ, ეს დრო ინტელექტუალურ სამუშაოს დავუთმოთ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამ დროს ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტას შევძლებთ. ორიგინალური იდეებიც მრავლად გვექნება.
13:00 – სრულფასოვანი სადილის დროა. სასურველია, ის ცილებითა და რთული ნახშირწყლებით იყოს მდიდარი. დესერტად მწარე შოკოლადიც შეიძლება დააყოლოთ. სადილის შემდეგ საქმეებს მაშინვე ნუ შეუდგებით, რადგან ამ დროს ბიორიტმის შენელება იწყება, ორგანიზმს დასვენება სჭირდება.
14:00 – კარგი იქნება, თუ ამ დროს დაგეგმავთ ვიზიტებს.
15:00-16:00 – ამ პერიოდში გული “თვლემს”, ტვინსა და შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევა შენელებულია. კარგი იქნება, თუ ამ საათობრივ ზოლში დაიძინებთ.
17:00 – იგრძნობა სასიცოცხლო ძალების მომატება. ტონუსის ასამაღლებლად ნებადართულია შავი ყავის ან რამდენიმე ულუფა მწარე შოკოლადის მიღება.
18:00-19:00 – სამუშაო დღის შემდეგ ორგანიზმს დამშვიდება სჭირდება. ეს იდეალური დროა მასაჟისთვის. ის გააძლიერებს სისხლის ცირკულაციას, მოხსნის კუნთების დაძაბულობას და საშუალებას მოგცემთ, მოეშვათ.
20:30 – ეს ის პერიოდია, როცა თქვენს კანს უნდა მიხედოთ. თავდაპირველად ზედმიწევნით უნდა გაიწმინდოთ ის, მერე კი მკვებავი ნიღაბი გაიკეთოთ. ფორები ღრუბელივით იწოვენ ფერმენტებს, რის შედეგადაც კანი ღამის განმავლობაში ისვენებს და აღდგება.
22:00-23:00 – ძალების აღდგენისთვის საჭიროა არანაკლებ შვიდსაათიანი ღრმა და სრულფასოვანი ძილი. სანამ დაწვებით, საძინებელი გაანიავეთ და ნელ-ნელა დალიეთ ერთი ჭიქა თაფლიანი რძე.

Advertisements