პოეზია ლექსები

მარადიული სიყვარული ჰგავს დღესასწაულს,
შენით ცდუნება, ნებისმიერ, სასჯელად მიღირს,
სულს ნუ ამომხდი, დამაცადე თვალის გახელა,
ჩვენი აპრილის დამანახე პირველი ფიქრი.
დამრჩა ხელები დაორთქლილი შენი ტუჩებით,
გულში ამაოდ შევიხიზნე შენზე ოცნება,
თავშესაფარი შენ ვერ პოვე ჩემი გრძნობისთვის,
და წლები მხრებზე დამაყარე ყვითელ ფოთლებად.
შემოაღამებს მთვარე ჩემი სარკმლის მინებზე,
გულს სიხარული როგორც მტვერი ისე მოწყდება,
გაყვება ძველ გზას დღევანდელი დღეების სივრცე,
და თავი ჯერ არ მომაბეზრეს შენზე ბოდვებმა.
სულ ნუ ამომხდი, დამაცადე, თვალის გახელა,
ჩვენი აპრილის დამანახე პირველი ფიქრი,
მარადიული სიყვარული ჰგავს დღესასწაულს,
შენით ცდუნება ნებისმიერ სასჯელად მიღირს.

ავტორი/მეგი მაისურაძე

——————————————————————————————————————————————————————————————————————
* * *
ისევ მარტო დავრჩი,
ისევ მე და ჩემი ფიქრები,
ჩემი ოცნებები,ფანტაზიები,
გაქრა და ირგვლივ შავი ფერი გახდა.

უაზროდ ვზივარ დიდ ოთახში,
დიდ მაგიდაზე,ქაღალდების გროვა,
ისევ ვიღებ ახალ ფურცელს,
და ვიწყებ უაზროდ “ლექსის” წერას.

მოუსვენრობა მკლავს,
თითქოს რაღაც ან ვიღაც მაკლია,
ვცდილობ მოვიშორო შენზე ფიქრები,
ამაშიც რომ არ მიმართლებს.

გახსოვს?შეგპირდი ლექს დავწერდი შენთვის,
დავწერე მაგრამ დამაგვიანდა,
თუმცა ეგეც არაფერი,ვიცი ნახავ,
და პირობაც შესრულდება.

იცი? ვნანობ,ყველაფერს ვნანობ,
შენ დაგკარგე,უშენოდ მწარეა,
ბევრ რამეს მივხვდი,მაგრამ არ შემიძლია,
იმდენად სულელი ვარ ვერ გთხოვ პატიებას.

ვიცი ცუდი ვარ ყველანაირად,
ისიც ვიცი რომ არაფერს ვნიშნავ შენთვის,
მაგრამ იცი რა?
მიყვარდი მიყვარხარ და მეყვარები ! ❤

—————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-
ქუჩაში ერთხელ, საკმაოდ გვიან
მიაბიჯებდა პატარა გოგო,
სახლამდე ბიჭმა რომ მიაცილა
არ შეარჩინა ეს სამეზობლომ.

მეორე დილით სულ ყველა მასზე
და მის ოჯახზე ლაპარაკობდა,
,,შერცხვეს ის გოგო როგორ გაბედა
ასე გვიან რომ დაწანწალებდა.

ნეტავ სად იყო, რას აკეთებდა,
ან კიდევ ბიჭი ვინ ბრძანდებოდა,
როგორ გაბედა რომ ასე გვიან
იმ ბიჭთან ერთად სახლში დაბრუნდა.”

სულ ყველა მასზე თითის გაშვერით
ურცხვად, უზრდელად რომ საუბრობდა
ამის კი არა, იმის რცხვენოდათ
ასეთი გოგო აქ რომ ცხოვრობდა.

მაგრამ რას ვიზავთ, ჭორი-ჭორია,
გოგონი შენ ნუ ინერვიულებ
ვიცი რომ ახლა ისე ცუდად ხარ,
რომ ხალხის აზრი სულ არ გადარდებს.

არადა თურმე იმ ღამით სწორედ,
ასე გვიან რომ შინ ბრუნდებოდა
მამა მოუკვდა პატარა გოგოს
და მის საფლავზე ჩასძინებოდა.

აღარვინ ჰყავდა პატარა გოგოს,
მხოლოდ ის ბიჭი ძმას რომ ეძახდა,
მაგრამ მეზობლებს ასეთ სიმართლეს
ერჩიათ ჭორში დაეხრჩოთ სუნთქვა.

ეს გოგონა კი, ეს საცოდავი,
სულ მარტოდმარტო რომ დარჩენილა
ამაზე ფიქრი არავის სურდა,
მხოლოდ ჭორები, სხვა არა უნდათ.

ხოდა უფალო მეშეგთხოვ ახლა,
რომ მოსპო ჭორი დედამიწიდან,
ბოღმიანები სულ რომ გააქრო
და აღარ უქნან სხვებს ცუდი-აღარ!

იქნებ ოდესმე თუ ამას იზავ
და ამ ოცნებას მე ამისრულებ,
დაბრუნდეს ჩვენთან, აქ ჩვენს მიწაზე
არსება წრფელი, კეთილი გულის.

ადამიანი რომ ერქვა წინათ,
შენ რომ შექმენი წრფელი გრძნობებით,
სხვის გასაჭირში სხვის გვერდით მდგომი,
იქნებ მან მოსპოს ბოღმა და ჭორი…

ქუჩაში ერთხელ, საკმაოდ გვიან
მიაბიჯებდა პატარა გოგო
და მის ცრემლიან დატანჯულ სახეს
სევდით უმზერდა მას სამეზობლო.
ქუჩაში ერთხელ

2 thoughts on “პოეზია ლექსები”

დისკუსია დახურულია.